ამილახვარი ოპოზიციას: სკოლების ნგრევა იმ ძალის ხელწერა იყო, რომელსაც წარმოადგენთ

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნტერპელაციის წესით, განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარი.

„მინდა ოპოზიციას შევახსენო, რომ სკოლების ნგრევა ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არ არის და ეს იმ პოლიტიკური ძალის ხელწერა იყო, რომელსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ. ამიტომ მხოლოდ მშრალ ფაქტს და ციფრს გეტყვით, რომელიც უპრეცედენტოა ქართულ საგანმანათლებლო ისტორიაში და ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და რომელიც 800 სკოლის რეაბილიტაცია-აშენებას შეეხება.

პრაქტიკულად 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში მოცემულობას მივიღებთ, რომ ინფრასტრუქტურულად ყველა სკოლა მოწესრიგდება და საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდება.” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოსვლის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, მინისტრს მადლობა გადაუხადა,