ამირან გამყრელიძე დღეს დაფიქსირებული შემთხვევების წყაროებზე საუბრობს

ზურა ვარდიაშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის დღეს დაფიქსირებულ სემთხვევებზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, 1 უკავშირდება ე.წ. „გაჩიანის კლასტერს“, 1 – წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და 1 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
_________________________

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1177-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1177
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 955
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6969
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41