ამირან გამყრელიძე - მთავარია 5 ძირითადი რეკომენდაციის დაცვა

პუბლიკა

მთავარია 5 ძირითადი რეკომენდაციის დაცვა – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ესენია:

  • პირბადე;
  • დისტანცია;
  • ხელების ხშირი დაბანა;
  • თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან; –  (“დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საწყისს იღებს სწორედ დიდი თავშეყრებისგან”)
  • დიდწილად ჰაერზე ყოფნა; – (“ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის, გავაკეთოთ გარეთ”)

მისი თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც ჩვენთან. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, “მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი. ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებაშიც”. – ამბობს გამყრელიძე.