„ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს“ - კონსილიუმის წევრი ყიფშიძის მოსაზრებაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ექიმი გუირგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 20 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, სააკაშვილს მიეცეს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა. ექიმმა იგულისხმა, რომ სააკაშვილს ციხეში და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ არ უნდა უმკურნალონ და მან მოითხოვა რეაბილიტაციემადე პატიმრობის გადავადებაც.

ნიკოლოზ ყიფშიძის ამ განცხადების საპასუხოდ კონსილიუმის წევრი გიორგი პაპიაშვილი განმარტავს, რომ დარწმუნებულია, გორის ჰოსპიტლის ექიმებს შესწევთ უნარი, პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის ყველაფერი გააკეთონ.

„მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის“, – წერს ექიმი ცოხიალურ ქსელში.

LB loan image desktop LB loan image mobile