კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.
„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების!”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ საქართველო მესიჯს თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი ფორმით სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა.
Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული 265 506 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელდა 11 983 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 6 786 ადამიანი.