ამნისტია 1000-მდე პატიმარს შეეხება. არავითარი ფორმით – ე.წ. პოლიტპატიმრებს – კობახიძე

პუბლიკა

„იმდენად ზედმიწევნით არის დამუშავებული ეს კანონპროექტი, მათ შორის, მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. ანუ მუხლების კუთხით არ შეიცვლება არაფერი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამნისტიის აქტი დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება.

„რაც შეეხება იმ 5 პირს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელები პოლიტპატიმრებს უწოდებენ, მათ ეს კანონპროექტი არ ეხებათ არავითარი ფორმით”, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამნისტიის პროექტი შეეხება იმ მსჯავრდებულებსაც, რომელთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში.