ამსტერდამის მერი კალაძეს პრაიდის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღებას სთხოვს

პუბლიკა

ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა თბილისის მერ კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს და პრაიდის ჩატარებისთვის უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს.

„მე გთხოვთ რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.

ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოვენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის“, – ნათქვამია მის წერილში.

29 ივნისს კახა კალაძე აცხადებდა: „„რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება. იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც ეს შეიძლება არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.”

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამის გამო უნდა შეიზღუდოს თუ არა ადამიანების გამოხატვის თავისუფლება? კალაძეს მიაჩნია, რომ:

„გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება რომ შეზღუდულიყო“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისი პრაიდის ფარგლებში პირველი ღონისძიება 1 ივლისს გაიმართა. დოკუმენტური ფილმის ჩვენების პარალელურად ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ღონისძიებაზე დამსწრეებს და მედიას. ისინი სხვადასხვა საგანს ესროდნენ ჩვენებიდან გამოსულ დიპლომატებს და პრაიდის მონაწილეებს.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები პრაიდის ყველა ღონისძიების ჩაშლას გეგმავს.

შსს-მ ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობა დადო.