„ან ერთი ვის ახატია, ან მეორე?" - გუბაზ სანიკიძე ტიკარაძესა და ღარიბაშვილზე

პუბლიკა

„ირაკლი კობახიძე მღვდელია, სასულიერო პირი გახდა და აღსარებები უნდა ვაბაროთ თუ როგორაა?” – იკითხა პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის” გადაცემაში სტუმრობისას.

ეს რეპლიკა მან კობახიძის პასუხად თქვა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან” შერიგების წინაპირობად მათ მიერ ჩადენილის მონანიება დაასახელა.

„საერთოდ, კარგი იქნება, თუ ნაკლებ ყურადღებას თუ მივაქცევთ ამ მეორე ხარისხოვან ხელისუფლების წარმომადგენლებს – განაგრძო სანიკიძემ – ჩვენი მთავარი ობიექტი თუ სუბიექტი, ჩვენი მიმართულების სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ერთ კვირაა ტიკარაძეზე და ღარიბაშვილზეა ლაპარაკი, ან ერთი ვის ახატია, ან მეორე? გადაწყდა ოჯახში, იქ.”

დეპუტატი ამგვარად გამოეხმაურა საყოველთაო შერიგება/შეთანხმების საკითხს, რომელიოც ბოლო დღეებია პოლიტიკოსების და  მედიის განსჯის საგანია.