ანა დოლიძე შოვის შემთხვევაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

„დღეს მოვედი საქართველოს პარლამენტში, საგამოძიებო კომისია მოვითხოვე შოვთან დაკავშირებით. კანონმდებლობით, ოპოზიციას აქვს საშუალება, ეს საგამოძიებო კომისია შექმნას და ასევე, თუ ეს ოპოზიცია არ შექმნის, შემდეგ პარლამენტში, სადაც აუცილებლად  ვიქნებით, ჩვენ შევქმნით და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ.

შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხრივ, აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა განაშენიანებასთან, კოტეჯების ადგილმდებარეობასთან, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, უნდა დადგეს სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. უნდა გამოვასწოროთ სისტემა, რომელიც ეკოლოგიურ სამართლიანობაზე იზრუნებს“, – განაცხადა მან.