ანატოლი ჩუბაისმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა

პუბლიკა

ანატოლი ჩუბაისმა ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა. ის იყო სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS. Ru ავრცელებს.

ჩუბაისი ყველაზე მაღალი დონის რუსი ჩინოვნიკია, რომელმაც თანამდებობა დატოვა ომის დაწყების შემდეგ. Reuters-ი იტყობინება, რომ ჩუბაისმა დატოვა რუსეთი და არ აპირებდა დაბრუნებას. CNN აღნიშნავს, რომ ცდილობენ ჩუბაისთან დაკავშირებას, რომ დაადასტუროს გადადგომა და ქვეყნის დატოვება, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს დაკავშირება.

ჩუბაისი აღნიშნულ პოსტზე 2020 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და 90-იან წლებში ელცინის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.