ანდერს ბრეივიკი შეწყალებას ითხოვს - Reuters

პუბლიკა

ანდერს ბრეივიკი, რომელიც სასჯელს მასიური მკვლელობისთვის იხდის, სასამართლოს შეწყალების თხოვნით მიმართავს – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„მისი მოთხოვნის თანახმად, შეწყალების თხოვნა გავაგზავნე. ეს არის უფლება, რომელიც ყველა პატიმარს აქვს. ბრეივიკს ამ უფლების გამოყენება სურს“, – განაცხადა ბრეივიკის ადვოკატმა, ოიშტეინ სტორვიკმა.


ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში ბომბი ააფეთქა და ორი საათის შემდეგ კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. აფეთქების შედეგად დედაქალაქ ოსლოში 8 ადამიანი დაიღუპა და 209 ადამიანი დაშავდა. ხოლო კუნძულ უტოიაზე 69 ადამიანი მოკლა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. ნორვეგიის სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.