ანიტა რაჭველიშვილი: სევდიანი მდგომარეობაა ოპერაში — თეატრი ნეპოტიზმშია ჩართული

პუბლიკა

ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს კულტურის მინისტრის და სამინისტროს გამო „ხელ-ფეხი” აქვთ შეკრული და არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

მეცოსოპრანო ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ დისკუსიას „კულტურის ხმა – დისკუსია ევროპულ გამოცდილებაზე” დაესწრო და საზოგადოებას ევროპის წევრობის მნიშვნელობაზე და საკუთარ ევროპულ გამოცდილებაზე ესაუბრა.

ანიტა რაჭველიშვილის თქმით, ხელოვნება თავისუფალი უნდა იყოს, ცენზურის და კონტროლის ადგილი კი ამ სფეროში არ არის.

„ჩვენ ამჟამად ამ მომენტში კულტურის მინისტრის და კულტურის სამინისტროს გამო ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული და არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ინიშნებიან ადმაიანები, რომლებიც ბრმად ემორჩილებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. კულტურა და ხელოვნება თავისუფლების გამოხატულებაა, ცენზურა და კონტროლი აბსოლუტურად დაუშვებელია”. – თქვა მან. 

„ევროპაში თეატრები დამოუკიდებელი ორგანზაციებია, გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად, სამხატვრო ხელმძღვანელები არ ირჩევა კულტურის სამინისტროს ან კულტურის მინისრის მიერ, ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს კულტურის სამინისტრო და კულტურის მინისტრი. შიდა პოლიტიკაა თეატრის არსებობა.

…უნდა გავერთიანდეთ, მშვიდობიანად. უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა. ესაა ბოლო ეტაპი გადაწყვეტილების მიღება მოხდება დეკემბერში. თუნდაც გარეთ გამოსვლა დაგვჭირდეს, მშვიდობიანი გზით, რომ დაგვჭირდეს ათასობით ადამიანის გამოსვლა და ევროპის დარწმუნება, რომ ჩვენი მათი ნაწილი ვართ, ეს უნდა გავაკეთოთ”. – თქვა ანიტა რაჭველიშვილმა.