Anonymous-ის ჰაკერული შეტევა - გათიშულია რუსეთის სამთავრობო და Russia Today-ს ვებსაიტები

პუბლიკა

ჰაკერების ქსელმა რამდენიმე რუსული სამთავრობო ვებსაიტი გათიშა, მათ შორის, პროპაგანდისტული მედიაორგანიზაცია Russia Today-ს ვებსაიტი.

ჰაკერების ქსელი Anonymous-ის სახელით არის ცნობილი და ერთობლივი კიბერთავდასხმებით მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტები.

„ჩვენი კოლექტივი ოფიციალურად ჩაერთო კიბერომში რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ჰაკერი აქტივისტები.

Russia Today კიბერთავდასხმის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის ზოგიერთი ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს, ნაწილი კი გათიშულია.

Russia Today-ს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ პრორუსული პერსპექტივიდან აშუქებდა. ავსტრალიური ABC-ს ცნობით, სამთავრობო მედია მაყურებელს უჩვენებდა ზეიმსა და ფოიერვერკებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ბრიტანეთში დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ტელეარხი ვლადიმერ პუტინის „პირადი პროპაგანდის იარაღია“, ამიტომ მისი მაუწყებლობა უნდა აიკრძალოს.