მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმას“ ახალი წევრები შეუერთდნენ.
ახალ წევრებს შორის არიან:
- თეონა აქუბარდია – პარლამენტის ყოფილი წევრი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი;
- გიორგი რუხაძე – საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ექსპერტი;
- მამუკა სამხარაძე – თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის ატაშე;
- დავით კაპანაძე – უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი;
- ნოდარ თითირაშვილი – ბიზნესმენი.
„ანტიანექსიური პლატფორმა“ 27 აგვისტოს დაფუძნდა.
ორგანიზაციის მიზნებს შორისაა „რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით ბრძოლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებების დაცვა“.
მისი დამფუძნებლები არიან:
- ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე;
- ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC თანადამფუძნებელი;
- აკია ბარბაქაძე – პოლკოვნიკი თადარიგში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
- კახა გოგიძე – რეჟისორი;
- პაატა დავითაია – „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
- მამუკა გამყრელიძე – საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში;
- გიორგი მელაშვილი – ევროპულ – ქართული ინსტიტუტის EGI დირექტორი;
- ირაკლი ტაბლიაშვილი – ჟურნალისტი.