ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. არხის ცნობით, ინფორამცია არხს უწყების პრესამსახურმა დაუდასტურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ცნობით, განცხადება მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.