აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას - გამყრელიძე „ოცნების" ღონისძიებაზე

პუბლიკა

„მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, მიწვეული იყო როგორც „ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი“.

„წარმოვადგენ სახელმწიფოს ერთ-ერთ ძლიერ ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid-19-თან ბრძოლაში და ჩვენს ქვეყანაში ამ ინფექციის შეკავებაში. ამიტომ, მე [ღონისძიებაზე] მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი”, – განაცხადა გამყრელიძემ.


ქართულმა ოცნებამ“ დღეს გამართულ ღონისძიებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე.