[პოლიტიკურ სიმპათიაზე] რომ არ მიანიშნებდეს, არც ვიქნებოდი - იმნაძე „ოცნების" ღონისძიებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

კერძოდ, კითხვაზე – თქვენი იქ ყოფნა, ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე? – იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, არც ვიქნებოდი“.

ჟურნალისტებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას… ვინც გაგინებს ყოველდღე, იმედია იმასთან არ მიხვალ, ნორმალური ადამიანი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.


„ქართულმა ოცნებამ” დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე.

LB loan image desktop LB loan image mobile