Apple-მა რუსეთის მოთხოვნით თავისი რუკების რუსულ ვერსიაში ყირიმი რუსეთის ტერიტორიაში შეიყვანა

პუბლიკა

Apple-მა დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ანექსირებული ყირიმი მის ტერიტორიად გამოსახოს თავის აპლიკაციებში. რუსეთის ტერიტორიიდან შესვლისას Apple-ის რუკებსა და ამინდის აპლიკაციაში ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.

თუმცა, აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნისას ყირიმი არც ერთი ქვეყანის შემადგენლობაში არ შედის.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რაც საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობამ დაგმო და რეგიონს ისევ უკრაინის ტერიტორიად აღიარებენ.

რამდენიმე თვეა ეფლი რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან დუმა აპლიკაციებში ყირიმის სტატუსს შეცდომად მოიხსენიებდა.