აქ ვართ, არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე - მელია ცესკოსთან

პუბლიკა

„ბრძოლა ბოლომდე”, – ცესკოსთან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, რათა აქ არავინ აღარ აყალბებდეს, რომ ამ ადამიანს [თამარ ჟვანიას] მოუწიოს სახლში წასვლა და ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ეს ბრძოლა დაიწყო, გრძელდება და დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ამიტომ აქ ვართ, არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე”, – განაცხადა მელიამ.


პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

LB loan image desktop LB loan image mobile