დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული აქტივისტები პოლიციამ გაათავისუფლა. ათ სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. პროცესი 10 დღეში ჩაინიშნება.
პოლიტიკოსები და აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და რომელშიც აღნიშნულია, რომ ორივე მხარე იზიარებს აზრის, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისს ნაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული ანტირუსული პროვოკაცია იყო.
მოგვიანებით აბაშიძემ თქვა, რომ ამგვარი საუბარი არ ყოფილა და ეს რუსული მხარის ინტერპრეტაციაა, თუმცა ამ დრომდე არც ერთ ქართულ უწყებას არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
აქტივისტები პოლიტიკოსებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინიტროსთან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა სიმბოლო, ნამგლისა და უროს სტენსილი დახატეს.
სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე.