აქციაზე შეკრებილ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს - „სირცხვილია"

პუბლიკა

„რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი!”, – ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილია” ავრცელებს.

რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია – „შინ ევროპისკენ”.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.