აქციის დაშლის შემდეგ კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი – ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლის შემდეგ კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი. მათგან 1 „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, 1 –„ამტელ ჰოსპიტალსში“ და 2 – ინგოროყვას კლინიკაში.

„1 სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება. „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს  ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები“, – აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტრო.