აქციის დაშლისას 3 მოქალაქე დაშავდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ.

მათი თქმით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

როგორც facebook-ზე აქტივისტი შოთა დიღლემაშვილი წერს, წყლის ჭავლის გამოყენებისას 1 მოქალაქეს დაუზიანდა თვალი, მეორეს კი ხელი მოტყდა.

ფოტოს სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილი აქვეყნებს;

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 28 პირი.

სპეცრაზმებმა აქციის დაშლა დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონის მიხედვით, დღეს 11:30 საათზე ჩანიშნულია ბიუროს, ხოლო 12 საათზე პლენარული სხდომა.