შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ.
მათი თქმით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
როგორც facebook-ზე აქტივისტი შოთა დიღლემაშვილი წერს, წყლის ჭავლის გამოყენებისას 1 მოქალაქეს დაუზიანდა თვალი, მეორეს კი ხელი მოტყდა.
![](https://cdn5.publika.ge/app/uploads/2019/11/78641705_10220689495691829_6661915852905906176_o.jpg)
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ დაკავებულია 28 პირი.
სპეცრაზმებმა აქციის დაშლა დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონის მიხედვით, დღეს 11:30 საათზე ჩანიშნულია ბიუროს, ხოლო 12 საათზე პლენარული სხდომა.