აქციის დაშლისას თუ ვინმეს თავის შეფარება მოუნდება, ბიბლიოთეკის კარი ღიაა – კეკელიძე

პუბლიკა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ  აქციის დაშლისას თუ ვინმეს თავის შეფარება სჭირდება, ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება.

„აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“, – განაცხადა კეკელიძემ.