აქციის მონაწილე „ქართული სახლის“ 13 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს – პროფკავშირები

პუბლიკა
პროფკავშირების ცნობით, კომპანია „ქართულმა სახლმა”, რომელიც დელისიას სახელითაც ოპერირებს, გაფიცვის მონაწილე 13 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გუშინ კომპანია „ქართულ სახლში“ თბილისში გაყიდვების დეპარტამენტში დასაქმებული 30-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი, რომელიც 7 ოქტომბრიდან დაიწყო, უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა და ხელფასის 49% ჩამოაჭრა.

გაფიცვის ძირითადი მოთხოვნები იყო:

49%-იანი ჯარიმებიდან მიღებული დანაკლისის თანამშრომლებისთვის უკან დაბრუნება; გათავისუფლებული 4 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა; ხელფასის დაგვიანებების პრაქტიკის აღმოფხვრა. დასაქმებულები ასევე ითხოვენ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას, მოქნილი სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფასა და ზეგანაკვეთური მუშაობისას ანაზღაურების მიღებას.

ვრცლად „ქართული სახლის“ თანამშრომლების პროტესტის მიზეზებისა და კომპანიის პოზიციის შესახებ იხილეთ ბმულზე: