აქციის მონაწილეები დავით ბერძენიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ამ წუთებში პოლიციას კინოთეატრ „ამირანის“ ტერიტორიიდან გაჰყავს.

„პუბლიკის“ კორესპონდენტი, რომელიც შეესწრო ბერძენიშვილისა და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების დაპისპირებას ჰყვება, რომ აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეიურაცხყოფა მიაყენეს და  ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს,  და წარსულში პატრიარქზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და 4-და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.