აქციის მონაწილეები გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან მსვლელობით მიდიან

პუბლიკა

აქციის მონაწილეები გუმათიდან ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან მსვლელობით მიდიან. აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილზე ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომპანიას, დატოვოს რიონის ხეობა.

ცოტა ხნის წინ პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის სოფელ გუმათთან შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სოფელ ნამოხვანში წასულიყვნენ და აქცია იქ გაემართათ. პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.