აქციის მონაწილეები პარლამენტიდან კანცელარიის შენობასთან მიდიან

პუბლიკა

აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით მიდიან.

„მივდივართ მთავრობის კანცელარიასთან. როდესაც ჩვენ ვიქნებით კანცელარიასთან, აქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები, სხვადასხვა ქალაქიდან და სხვადასხვა პარტიიდან გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც დამთავრდება პოლიტიკური პატიმრების გამოშვებით და რიგგარეშე არჩევნებით“, – აღნიშნა აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაიმართოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – ამ მოთხოვნებით ოპოზიცია თბილისში აქციას მართავს.

ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ პროტესტი არ შეწყდება.