აქციის მონაწილეებს მანქანა განზრახ დაეჯახა, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

პუბლიკა

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.

“მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”. – წერს OC Media-ს  – დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.

“პუბლიკა” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს რა რეაგირება ექნება უწყებას მომხდარზე.