ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანათან“, სადაც რამდენიმე წუთში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას. „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, არიან დაშავებულები, რომლებსაც ადგილზე სამედიცინო დახმარებას უწევენ ექიმები.
სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მისი მოძრაობის წევრებს პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ.
ასევე, კინოთეათტრთან გამოჩდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც კინოთეატრის შესასვლელთან ჩადგნენ.
აქციის მონაწილეები ინტენსიურად აწვებიან სამართალდამცავების კორდონს და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.
ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეთა ლიდერები – ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე. ერთი საათის წინ ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს კინოთეატრში შესვლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი მცდელობა, ფილმის ჩაშლის, არ იქნება ძალადობრივი. ‘