გადავეფარებით ეკრანს, ჩავშლით ჩვენებას – ვასაძე

პუბლიკა

ლევან ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებთან ერთად ვერის პარკში იმყოფებოდა, სიტყვით მიმართა შეკრებილებს და მოუწოდა, დაიძრან კინოთეტრისკენ და ჩაშალონ ჩვენება. ისინი ახლა კინოთეატრისკენ მიიწევენ.

მან ასევე მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და სთხოვა შეკრებილებს, პოლიციის კორდონებს მიაწვნენ და გვერდზე გაწიონ.

„ძალიან გთხოვთ, არ იყოს ძალადობა, გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობიანად. უბრალოდ, მივიდეთ, თუ დაგხვდება პოლიციის კორდონები, უბრალოდ, მივაწვეთ მათ, გავწიოთ გვერდზე. პოლიციელებს, რომლებსაც შეეშინდებათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და შეეცდებიან, ჩვენ გვირტყან, იძალადონ ჩვენზე, არ არიან ჩვენი მტრები, არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი, რომელიც შეიძლება იმ დარბაზში დაჯდეს, არ არის ჩვენი მტერი“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ისინი შევლენ დარბაზში და ჩაშლიან ჩვენებას.

„ჩვენი მტერი არის ის იდეოლოგია, რომელიც ასეთ ჩვენებებს უშვებს საქართველოში. ჩენი მიზანი, დარბაზში შესულების, არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა. იმათმა რომ დაგპორჭყნონ სახეზე და გითხრან, მე ბილეთი მაქვს ნაყიდი და შენ რა უფლება გაქვს, რომ შენი ქვეყნის ტრადიციას იცავო, ძალიან გთხოვთ, ნუ გალახავთ ნურავის. რამდენადაც შეძლებთ, ხელი არ შეუბრუნოთ არავის.

უბრალოდ, შევიდეთ დარბაზში და ჩავშალოთ ეს ჩვენება. თითოეულ დარბაზში, სადაც ჩვენ შევალთ, ჩვენ დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და ხმამაღლა მოვუწოდებთ, ამ სეანსის დამწყებთ, რომ დატოვონ კინოთეატრი. ჩვენ შევალთ საოპერატოროებში და ყოველგვარი ტექნიკის დაზიანების გარეშე და მტვრევის გარეშე ვაჭერთ ღილაკს ხელს და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – განაცხადა ვასაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile