აქციის მონაწილეთა ნაწილი საქალაქო სასამართლოში მიდის

პუბლიკა

კამპანია „სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტის წინ მიმდებარე აქციიდან საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, ისინი სოლიდარობას გამოუცხადებენ გუშინ, 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს.

„მივდივართ ახლა სასამართლოში, ვისაც უნდა აქტივისტების გამოხსნაში დაგვეხმაროს. ვინაიდან დილით იყო მათი სასამართლო პროცესები, ველოდით, რომ ახლა უკვე ჩვენთან ერთად იქნებოდნენ. მაგრამ ისე  გამოვიდა, მოძალადეებს 100-ლარიანი ჯარიმებით უშვებენ ხოლმე და ჩვენები კი ახლა 15 დღით  უნდა იჯდნენ, რომ ქუჩას მოაშორონ. მივდივართ სოლიდარობის გამოსახატად”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

დღის განამვლობაში საქალაქო სასამართლოში გუშინ, 18 ნომერბს 37 დაკავებულის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.