ხვალ დილამდეც შეიძლება გაგრძელდეს პროცესი – აქციაზე დაკავებულების ადვოკატი

პუბლიკა

გუშინ, 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული რამდენიმე პირის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი facebook-გვერდზე დღეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებსა და გადადებულ სხდომებზე ინფორმაციას ავრცელებს:

1. 37 დაკავებულის საქმეს იხილავს 1 მოსამართლე;

2. 6 დაკავებულის საქმეს აერთიანებს პრინციპით;

3. პირველი ექვსეულის სხდომა დაიწყო დაახლოებით 14:30-ზე. მტკიცებულებების წარდგენისა და საქმის მასალების გაცნობისთვის გადაიდო 17:00 სთ-მდე;

4. მეორე ექვსეულის პროცესი გაიმართა, ამასობაში, რომელიც მასალების გაცნობისთვის გადაიდო 18:30-სთვის.

5. 18:30 დაიწყო მესამე 6-ეულის საქმე, ანუ წინა 2 ექვსეულის საქმე ჯერ კიდევ არ გაგრძელებულა. წინ არის 18 დაკავებულის საქმე, რომელიც არც კი დაწყებულა.

6.მოსამართლე აცხადებს, რომ 37 დაკავებულის საქმე დღეს უნდა განიხილოს, ანუ ხვალ დილამდეც შეიძლება გაგრძელდეს პროცესი.

7. ამის პარალელურად მოსამართლე უარს აცხადებს საქმის სხვა დღისთვის გადადებაზე და არ გვაძლევს საშუალებას, მტკიცებულებები მოვიპოვოთ. დაცვის უფლება, გვქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა დაცვის პოზიციის მოსამზადებლად, ფაქტობრივად სრულად უგულებელყოფილია“, –  წერს ადვოკატი facebook-გვერდზე.