აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მკურნალობის სახლში გაგრძელებას მოითხოვენ

პუბლიკა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ მკურნალობა სახლში გააგრძელონ.

მშობლები ამბობენ, რომ ყოველდღიურად კლინიკაში მისვლა დაკავშირებულია პრობლემებთან, ბავშვები აცდენენ სკოლას, იკარგება დრო გზაში, ამიტომ სასურველია, სამკურნალო მედიკამენტი სახლში გაატანონ.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები იაშვილის კლინიკაში მესამე თვეა მკურნალობენ. დედების თქმით, შედეგები საიმედოა, თუმცა მკურნალობის სახლში გაგრძელება მათთვის და ბავშვებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.

,, 3 თვის შედეგები დამაიმედებელია, ბავშვემა მოიმატეს სიმაღლეში 2-3 სმ. მაგრამ იმის გამო, რომ ყოველდღიურად ფიზიკურად გვიხდება იაშვილის კლინიკაში მისვლა, ბავშვები აცდენენ სკოლას, მეცადინეობას, წრეებს, უამრავი დრო იკარგება გზაში, ყვლეგან მიღებული პრაქტიკაა – აღნიშნული მედიკამენტი კეთდება სახლში, მშობლების მეთვალყურეობით, ასეა მთელ მსოფლიოში და ამას ვითხოვთ ჩვენც”, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი.