აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც და სიხარულიც ბევრი იქნება – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დონორთა კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხებოდა. გახარიას თქმით, ყველაფერი იცვლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალურ სერიაში ქვეყანა გაიმარჯვებს.

„ცხოვრება მოძრაობაა. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი თავის განვითარებას ჰპოვებს. ამიტომ ყველაფერს უნდა დაველოდოთ. დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია. ეს არის ასეთი თანამედროვე ცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. დარწმუნებული ვარ, უახლეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც ბევრი იქნება და, საერთოდ, საინტერესო ცხოვრება გველის, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა“.