აქტივისტების ინფორმაციით, „ოცნების“ ოფისთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქტივისტების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა  ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

მათივე ცნობით, შეხლა-შემოხლის დროს ცუდად გახდა ერთი აქტივისტი, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა.

მოძრაობა „საქართველოსთის“ ორგანიზებით, აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეზე სისტემას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. აქტივისტები შსს-სკენ მსვლელობასაც გეგმავენ.