მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები და აქტივისტები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაემართნენ, სადაც აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ბიძინა ივანიშვილი რომ არ შევაწუხოთ, ამიტომ ხედავთ, რომ პოლიცია, შსს, ყველა ინსტიტუტი იცავს მას. არანაირი დასტური სხვა არ სჭირდება იმ ყველაფერს, რომ ყველანაირი ბოროტების, დაკავებების, პოლიტიკური დევნის წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა ალიკა კუპრავამ.