აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ დაზარალებულად ცნეს

პუბლიკა

მანქანაზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი წარწერების საქმეზე აქტივისტი ნატა ფერაძე დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„პოლიციიდან დამირეკეს, დაზარალებულად მცნეს. ანუ გავეცნობით უკვე მასალას ამ დღეებში და შეგატყობინებთ”, – წერს ნატა ფერაძე.

22 ოქტომბერს უცნობმა პირებმა აქტივისტის მანქანა შეღებეს და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. აქტივისტი სავარაუდო მიზეზად თბილისის მერიისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებდა. მან იმართა პოლიციას და დაზარალებულად ცნობას მოიითხოვდა.

ამ საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ის მოუწოდებდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.