არ ჩაერიო – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების აქცია ბათუმში

პუბლიკა

აჭარის ტელევზიისა და რადიოს ჟურნალისტების ნაწილი ბათუმში ტელევიზიის შენობასთან აქციას მართავს. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის თქმით, თანამშრომელთა ნაწილი ჟურნალისტების მიმართ ახალი დირექტორის დამოკიდებულებას აპროტესტებს.

მისი თქმით, დირექტორი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას სარედაქციო პოლიტიკის გამო, ჟურნალისტებს ბრალს დებს მიკეძოებულობაში და ამბობს, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრგის ატარებენ. მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე აშკარაა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვეხმაუროთ ახალი დირექტორის განცხადებებს და გადაწყვეტილებებს. 22 ნოემბერის შემდეგ მან არაერთხელ გვითხრა, რომ იქნებოდა ხისტი ჩვენს მიმართ. ასევე, იცით, რომ მოითხოვა ნათია ზოიძესთან ხელეკრულების შეცვლა. ასევე გაიმართა თათბირები სხვადასხვა ჯგუფთან, თითოეულ შეხვედრაზე ის ამბობს, რომ აჭარის თანამშრომლები არიან მიკერძოებულები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გავლენით აშაქუებენ ამა თუ იმ მოვლენებს. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ეს შეხვედრები გაჯერებული იყო უხეში ფრაზებით და დამამცირებელი შეფასებებით. გუშინ შეხვდა შემოქმედებითი გადაცემების ჯგუფებს და დამოკიდებულება მათ მიმართაც იგივე იყო“, –  ამბობს მაია მერკვილაძე. მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭომ, რომელმაც გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს.

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 22 ნოემბერს აირჩიეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile