არ დაძლიოთ ვეტო, გაიწვიეთ კანონი - ბრიტანეთის მინისტრი საქართველოს პარლამენტს

პუბლიკა

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს.

ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში. 


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.