„არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს“ - სათემო ორგანიზაციები ქვემო ქართლის მაჟორიტარებს

პუბლიკა

ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს – გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს წერილით მიმართავენ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” და ასევე, ამავე სულისკვეთების ალტერნატიულ ვერსიებს.

პატივცემულო მაჟორიტარებო, არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობდით რეგიონში არსებული ძლიერი სამოქალაქო სექტორით. ქვემო ქართლში ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები სიამაყით დადიოდნენ, თქვენთან ერთად, ჩვენი პროექტების შედეგების გასაცნობად. ასევე ყველას გვეამაყებოდა, რომ გაიზარდა რეგიონიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რიცხვი. ამ სასიკეთო საქმეში თავისი წვლილი სათემო ორგანიზაციებმა შეიტანეს, რომელთა ხელმძღვანელებმაც საკუთარი სახლებიც კი დაუთმეს აღნიშნულ საგანმანათლებლო იდეას.

ჩვენ ყველანი ვხედავდით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.

გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.

კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, დადგეთ იმ იდეის გვერდით, რომლის ერთგულებიც 30 წელი ვიყავით. არ არსებობს თანამდებობა, სტატუსი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე მნიშვნელოვანია.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს, “- ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ოლნისის ქალთა სათემო რადიო WW – მარიკო წიქორიძე
  2. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge – მანონ ბოკუჩავა
  3. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – ინგა პაიჭაძე
  4. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი – გიორგი თვალიაშვილი
  5. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW – მარინე ბჟალავა
  6. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)-გულიკო შოშიტაშვილი
  7. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC) -გვანცა შიშინაშვილი
  8. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი – მარიამ სამხარაძე
  9. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)-რაშან ზიადალიევი
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA- ნათია ქოქიაშვილი
  11. “ეკო ცენტრი”-თინათინ მაღედანი
  12. “ბოლნისის ახალგაზრდული სახლი”-ანა უგრეხელიძე
  13. ”პირველი ევროპელი” – სოფო დევნოზაშვილი
  14. სოციალური საწარმო “გუმბათი”-ირა ძირკვაძე
  15. ააიპ პარტნიორობა თანასწორობისთვის – ნინო ნანუაშვილი
  16. სათემო რადიო “მარნეული” – კამილა მამედოვა
  17. ახალი აზროვნების ინსტიტუტი – არიზ დაშდამიროვი
  18. ნეკერი – ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია – როზი დევნოზაშვილი
  19. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი – დავით მეტრეველი
  20. არასამთავრობო ორგანიზაცია “წითელი ხიდი“ – ჯეიხუნ ნარზალოვი
  21. კავშირი “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის”-ალექსი მეტრეველი
  22. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი – ზაურ ხალილოვი
  23. ISFED-ის რაიონული წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში-ნაზიბროლა ზუბაშვილი
  24. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი – გვანცა თვალიაშვილი
  25. სოლიდარობის მუზეუმი – ელნურ ალისოი
  26. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) ქვემო ქართლის ოფისი – ლია ნოღაშვილი
  27. ჟურნალისტი – დავით მჭედლიძე
  28. ბოლნისის ენის სახლი – ირმა ზურაბაშვილი
  29. სოლიდარობის ცენტრი – ნურანა მუსაევა
  30. ISFED-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-ფაგან აბასოვი
  31. ISFED-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-მზია ბაღაშვილი
  32. ISFED-ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-ლალი ბექაური
  33. ISFED-ის წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-თამარ ლომიძე
  34. საქართველოს ლიდერ მედია 24News.ge მარნეული-აზერ მამედოვი
  35. შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი – ნათია ოქროპირიძე