არ დავარეგისტრირებდი, რადგან ჩემი კრედო რადიკალურად განსხვავდება - ვოლსკი „ალტ-ინფოს" პარტიაზე

პუბლიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ალტ-ინფოს” პარტიას არ დაარეგისტრირებდა, რადგან მისი „კრედო” რადიკალურად განსხვავებულია.

„არ დავარეგისტრიდებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება. მაგრამ, არის, ვთქვათ, გერმანიაშიც, რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე მას საფუძველი, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში… ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.


7 დეკემბერს საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს” პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა” დაარეგისტრირა.

პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია ზურაბ მახარაძე, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავაა. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.