არ ენდოთ პირებს, რომლებიც მერიის სახელით სადარბაზოების დეზინფექციას გთავაზობენ - მერია

პუბლიკა

თბილისის მერია ავრცელებს განცხადებას, რომ უწყების სახელით გარკვეული პირები მოსახლეობას, თანხის სანაცვლოდ, სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მათ მომსახურებას სთავაზობენ.

„დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.