არ გადახვიდეთ ლისისა და კუს ტბების ყინულის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების სამსახური

პუბლიკა

„თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე“, – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.