არ გამოვსულვარ ქუჩაში 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო - აბსანძე

პუბლიკა

„აქამდე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ, არ გამოვსულვარ ქუჩაში 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო”, – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა „კვირის ინტერვიუს” წამყვანმა ირაკლი აბსანძემ „TV პირველთან” საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკის თეორიები ასე ამბობენ, რომ 8-დან 12%-მდე არის აქტიური ადამიანი, ვინც განსაზღვრავს საზოგადოების ბედს. ეს 8-დან 12%-მდე ამ შემთხვევაში აღმოვჩნდით ჩვენ და ამიტომ დაგვარტყეს და ამიტომაც დაგვარტყამენ. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და თუ დავნებდებით, მაშინ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან.

მართლა შეგვიძლია, რომ მეც და შენც [მიმართავს „TV პირველის” წამყვანს დიანა ტრაპაიძეს]  წავიდეთ ამ ქვეყნიდან და იქ ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ. მაგრამ რას იზამენ ადამიანები, როდესაც ვერავის მიაწვდიან ხმას?! როცა ღარიბაშვილი ეყოლებათ ტელევიზორში, მუდმივად თავისი ზიზღით. თეა წულუკიანი, რომელიც კულტურის მინისტრია და ზიზღს აფრქვევს. რომელიც ულოცავს რეზო ამაშუკელს დაბადების დღეს, სიძულვილის გამანთხეველ რეზო ამაშუკელს, რომელამაც მე ტრ**ში აყვავილებული ბროწეული მიწოდა.  მას კულტურის მინისტრი ულოცავს დაბადების დღეს, ეს არის ამ ხელისუფლების სახე, რომელიც ჩემი აზრით, დროის ამბავია, როდის დასრულდება.

უბრალოდ შეიძლება მტკივნეული იყოს, ან  ნაკლებ მტკივნეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად მტკივნეული იყოს, ამიტომ უნდა ვიყოთ აქტიურები, უნდა ვიყოთ ეთერში და ბევრ ადამიანს უნდა გავაგონოთ ხმა”, – ამბობს აბსანძე.