არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა - შრომის ინსპექცია დაჯარიმებულ ობიექტებზე

პუბლიკა

შრომის ინსპექცია კლუბების დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს.

შრომის ინსპექციაში ამბობენ,  რომ იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენდა ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კოროვანირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობამ სრულად გაიზიარა გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობა და დაიწყო ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა გამოიკვეთა რიგი ობიექტები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინათ დარღვევების აღმოფხვრა, მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაჯარიმდნენ და მათ ობიექტზე დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ობიექტის გულგრილი დამოკიდებულება ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, იძულებული ვართ საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ობიექტებზე ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

აღნიშნული ობიექტების გადამოწმების ფარგლებში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ:

– ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა;

– მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით;

– ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრაs ჰქონდა ადგილი;

– ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერები;

– ობიექტების ხელმძღვანელობამ ვერ წარადგინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები;

– დასაქმებულები სრულად არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

– არ დადასტურდა დასაქმებულ პირთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;

– სველ წერტილებში და საერთო მოხმარების სივრცეებში არ ტარდებოდა პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები;

– ობიექტებმა ვერ წარადგინეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაბამისი ეკიპირება და ა.შ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ ბიზნესსუბიექტს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რათა შევძლოთ ბიზნესის გახსნის პროცესის მდგრადად და თანმიმდევრულად გაგრძელება, “- ნათქვამია განცხადებაში.

კომუნა „მზესუმზირა“ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააჯარიმა.