დაგვაჯარიმეს 10 000 ლარით, ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ - კომუნა „მზესუმზირა“

პუბლიკა

კომუნა „მზესუმზირა“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააჯარიმა.

„მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა „მზესუმზირა“ მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავაჯრიმდებოდით.

ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია. ბილეთების დაბრუნების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბილეთი, ჩვენი მომდევნო ივენთისათვის მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია!

უახლოეს დღებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას“, – წერია სოციალურ ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.