არ მგონია, პარლამენტის საგანგებო სხდომა საჭირო იყოს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნის საჭიროებას ვერ ხედავს.

„დღეს არის ერთადერთი ამოცანა, ესაა ომის შეჩერება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით.

…რაც შეეხება პარლამენტის საგანგებო სხდომას, არ მგონია, რომ საჭირო იყოს.

…ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, „ამ კუთხით ყველანაირად მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ უკრაინას”.


დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.