„ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება" - ზურაბიშვილი დეგნანზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

მან აღნიშნა, რომ თუ არის რამე მტკიცებულებები, დიპლომატიური წესის მიხედვით, ელჩთან საუბრები ერთ-ერთზე უნდა გაიმართოს.

„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები [გაკეთდეს]. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.